Tuesday, June 21, 2016

დღე -9. გავიმეორეთ განვლილი მასალა. გავუზიარეთ ერთმანეთს პროექტები.ვიმუშავეთ ბლოგში.
 



ინტელის სასწავლო პროექტი მიმდინარეობდა 9 დღის განმავლობაში. გავეცანი 8 მოდულს. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში შევისწავლეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის.
    პროექტებით სწავლების პერიოდში გავეწცანი პორტფოლიოს კომპონენტებს,როგორ მოვამზადოთ და გამოვცეთ  ბუკლეტი პროექტის შესაბამის თემაზე.  პროექტის დაგეგმვისათვის შევიმუშავე შესაბამისი სტანდარტი, ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები, მოვახდინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შევადგინე შეფასების ფორმა მოსწავლეტა საჭიროებების გამოვლენისათვის, განვსაზღვრე დრო პროექტზე მუშაობისათვის.  განვიცხილეთ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა უკუკავშირი.
    განვიხილეთ მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე.  ამ მოდულის შესწავლის დროს ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებზე.
   ჩემი აზრით ინტელის სასწავლო პროგრამა აქტუალურია,რადგან ამ პროგრამით NNI ს-ის იმ უნარცვევების განვითარებას ვთავაზობთ მოსწავლეებს, რომელთა გარეშეც თანამედროვე სკოლა წარმოუდგენელია. მადლობა ჩვენს ტრენერს გვანცასსს.

Monday, June 20, 2016

დღე 8.დავასრულე ჩემი პროექტის გეგმა. დრაივიდან პორტფოლიო გადავიტანე ბლოგზე სადაც ახალ ჩანართში შევინახე .ასევე ავტვირთე პრეზენტაცია ბლოგზე.  დღეს ვისწავლე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,სწავლების   პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
 როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში და როგორ გავაუმჯობესო სასწავლო პრაქტიკა ტექნოლოგიების გამოყენებით.
დღითი დღე ვრწმუნდები იმაში, რომ ტექნოლოგიების გამოყენება უფრო ეფექტურს და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს.

Sunday, June 19, 2016

დღე მეშვიდე.ნელ ნელა ჩვენი ტრეინინგი დასასრულს უახლოვდება ჩემი ცოდნაა კი ღრმავდება.   დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ვისწავლეთ ინტერნეტიდან ბლოგზე სურათების და ინფორმაციის გადმოტანა. დავათვალიერე სხვადასხვა შეფასების რუბრიკები, მოვახდინე არსებული რუბრიკების ადაპტირებაჩემი პროექტის მოთხოვნების შესაბამისად. საუკეთესო საშუალებაა გარნერის და ბლუმის მატრიცა. გავეცანი როგორ მივაღწიო კლასში წარმატებას მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების და  საჭიროებებისგათვალისწინებით.

Saturday, June 18, 2016

დღე 6. დღეს მოვირგეთ მოსწავლის როლი და შევასრულეთ დავალება.  დღევანდელმა დღემ დაგვანახა,რომ რამდენად სიღრმისეულად შეუძლია შეისწავლოს პრობლემის არსი და გადაჭრის გზები.ეს მოდულლი დამეხმარა როგორ შევუწყო ხელიჩემს მოსწავლეებს,რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცენ.

Friday, June 17, 2016

დღე მეხუთე. გავეცანით ონლაინ კოლაბორაციას, საავტორო უფლებების დაცვას,უკუკავშირს,რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩემთვის. ყოველივე ამას გამოვიყენებ ონლაინ  საკომუნიკაციო საშუალებებს მოსწავლეებთან თანამშრომლობის მიზნით,რაც დამეხმარება მოსწავლეების აქტიურად მუშაობაში და ეს პროცესი წარიმართება უფრო საინტერესოდ და სახალისოდ.

Sunday, June 5, 2016

დღე  მეოთხე. მე დღეს გავეცანი 2  მოდულის აქტივობა3. რაც დაგვეხმარება პროექტში ბავშვების ჩართვაში,დაინტერესებაში და მიზანზე გასვლაში. გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს რაც მნიშვნელოვანია და დაგვეხმარება პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ,პროექტზე მუშაობისას და დასრულების შემდეგ მოსწავლეების ჩართვაში და მათ შეფასებაში.

Saturday, June 4, 2016

დღე მესამეც ბევრის მომცემი იყო. გადავედით მეორე მოდულზე.გავიგე რომ კიტხვების დასმა ბევრის მომცემია მოსწავლისთვის. ასევე ის რომ საჭიროა კითხვების დაკომპლექტება შინაარსის მიხედვით.   გავეცანით პროექტზე მუშაობას. შევუსაბამეთ საკვანძო კიტხვები. ბევრი სიახლე იყო და ცოტათი რთულიც.